суббота, 21 декабря 2013 г.

ტრენინგის მე-9-ე დღე

     აი, დავამთავრეთ    ტრენინგი   ავტვირთეთ ჩვენი ნაშრომები  ბლოგზე  და ღრმად
ამოვისუნთქე,თუმცა გული მწყდება,  რომ ხვალ ისევ არ   ვიქნები ტრნინგზე წამოსასვლელი.  საინტერესოა,  როგორ  მომეწონება   ჩემი  ნაშრომი  გარკვეული დროის გასვლის შემდეგ     ან    მომეწონება  კი?   გული დამწყდება, ჩემი ჯგუფის  წევრებს  რომ
ვეღარ  შევხვდები.
              დიდი მადლობა მსურს გადავუხადო  ჩვენს დაუღალავ ტრენერს,   დათო ჯანიაშვილს,   მუშაობის პერიოდში გაწეული დახმარებისათვის, იმისათვის რომ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს პასუხობდა ჩემს ზარებს   და საჭირო  რჩევა-დარიგებებს მაძლევდა.      ჩემთვის ეს მეორე ტრენინგი იყო,  რომელიც   ბატონ   დავითმა  ჩამიტარა და   იმედს ვიტოვებ, რომ  სხვა  დროსაც   მომიწევს მასთან   შეხვედრა     კიდევ  უფრო  საიტერესო    ტრენინგზე.
                დასასრულს,  მსურს დამდეგი ახალი წელი   მივულოცო  ბატონ დავითს და  ჯგუფის  ყველა  წევრს  და ვუსურვო შემოქმედებითი წარმატებები.
                                    გ   ი    ლ   ო   ც   ა   ვ   თ!!!!!!!!!!!!!!!

პორტფოლიოს პრეზენტაცია

ჩემი პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

среда, 18 декабря 2013 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ნელ-ნელა სრულდება ჩვენი ტრენინგი.ინტერნეტის გაუმართავი მუშაობა ძალიან მიშლის ხელს რეფლექსიების დროულად დაწერაში. ამიტომ ბატონ დავითს ბოდიშს ვუხდი დაგვიანებული  რეფლექსიებისათვის  და მადლობას      ვეუბნები   ბარბარობის დღსასწაულის მოლოცვისათვის,ღმერთმა დალოცოს და წმ. ბარბარეს  მფარველობა არ მოაკლდეს მის პატარებს.
                       ყველაფერი მოვაწესრიგე, მოვათავსე ფაილებში და ძალიან ვღელავ  შაბათის მოლოდინში, როცა პრეზენტაციები უნდა გავაკეთოთ. გამუდმებით ჩემს  ნამუშევარზე ვფიქრობ და ყოველ დღე რაღაცას ვამატებ, რაღაცას ვასწორებ(ნეტავ,სულ ხომ არ ვაფუჭებ?).ხელმეორედ, 1 თვის შემდეგ რომ დავუბრუნდე   იგივე გეგმას, ალბათ,
უკეთსად დავწერ.

ტრენინგის მე-7 დღე

რაც მეტს ვმუშაობ და ვფიქრობ,უფრო საინტერესო მეჩვენება ჩვენი ტრენინგი.ვიმუშავეთ გეგმის მსვლელობაზე და დიფერენცირებულ სწავლებაზე.მომწონს ასეთი მიდგომები ,ჩვენი ტრენერიც დაუღალავად და დაწვრილებით გვიხსნის ჩვენთვის ბუნდოვან საკითხებს. რა კარგია, როცა ასეთ დაუღლელ, მცოდნე პიროვნებას ხვდები,შენც მისი ენერგიით იმუხტები და სურვილი გიჩნდება დაუსრულებლად იმუშავო.

суббота, 7 декабря 2013 г.

მე-6 დღის რეფლექსია

    როგორც ყველა დღე, დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. დღეს ვისწავლეთ როგორ აავტვირთოთ ჩვენი ბუკლეტები( ნამუშევრები,მასალები) და გამოვაქვეყნოთ, როგორ შევქმნათ დოკუმენტები.
               ღმერთო დიდი მოთმინება მიეცი ბატონ დათოს ჩემ ხელში,ნეტავ მე თვითონ როდის შევიძენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს თუ ჩემი ასაკის მასწავლებლებს  უკვე    გაგვასწრო დრომ ან" ჩვენი დრო" ახლა მოდის?

ჩემი ბუკლეტი